ბერა ივანიშვილი: ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
ბერა ივანიშვილი აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს. დვალიშვილის ცნობით, მას ინტერვიუს დროს უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა დაესხნენ თავს.

ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს. კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან," - წერს ბერა ივანიშვილი და მერაბ დვალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…