ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ ხანგჭოუსა და საქართველოს რომელიმე ქალაქის დამეგობრების ინიციატივა წამოაყენა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში გადაინაცვლა. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბი, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია "ალიბაბა".
ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ სამხარაძის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭაო კუანგძუნთან, რომელიც არის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
"მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ - ჭეძიანგის პროვინციაში. მოხარული ვარ, რომ ქართულ / ჩინური ურთიერთობები დღითი დღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. ამ პროგრესში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი შეხვედრაც , რადგან გვაქვს სრული მზაობა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ მთავრობათა შორის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და ჩვენი პარტნიორობა გავხადოთ ბევრად უფრო მტკიცე. ჩვენი კარი თქვენთვის არის მუდამ ღია - შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია. მე, როგორც ერთი ადამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხების ინტეგრაცია მაღალ საფეხურზე ავიდეს. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს, მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში" - განაცხადა ჭაო კუანგძუნმა.
"მადლობას გიხდით ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. საქართველო ძალიან აფასებს თქვენი მხრიდან გამოხატულ მეგობრობას, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით და ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისათვის. ჩვენ ვაძლიერებთ ყურადღებას ტექნოლოგიური და IT სფეროს განვითარების მიმართულებით, ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება ორივე მხარისათვის. შეგვიძლია განვიხილოთ ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება საქართველოს რომელიმე ქალაქთან, რაც გააღრმავებს ჩინურ/ქართულ ურთიერთობებს ადგილობრივი მთავრობების დონეზე.
საინტერესოა თქვენი გამოცდილება თვითმმართველობის მართვის სისტემებთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის და გულითადი მეგობრობისთვის " - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია ქალაქ ხანგჭოუს ეწვია, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია
"საქართველო აფასებს გამოხატულ მეგობრობას, გვინდა უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის " - ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ვიზიტს აგრძელებს
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჭაო კუანგძუნს შეხვდა
მოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში - ჭაო კუანგძუნმა ქართულ დელეგაციას უმასპინძლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…