პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა - პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი მუშა მონაწილეობდა

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა: მადრიდში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირით დაშალა, ბარსელონაში კი ურნები დაწვეს. პროფკავშირების ცნობით, საცხოვრებლის გაძვირების საწინააღმდეგო აქციებში ოთხი მილიონი მუშა მონაწილეობდა.

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა - პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი მუშა მონაწილეობდა
რუსთავი 2

ესპანეთში, პროტესტი არეულობაში გადაიზარდა - მადრიდში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა. ბარსელონაში კი მომიტინგეებმა ურნები და ველოსიპედები დაწვეს.

პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი ესპანელი მუშა მონაწილეობდა.

ადამიანებმა საპროტესტო ჯაჭვები შექმნეს. პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საცხოვრებლების გაძვირება და კრიზისია - ეს ყველაფერი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.

ეს 2012 წლის შემდეგ (ევროზონის ვალების კრიზისის დროინდელი აქციების მერე) პირველი ასეთი მასშტაბური გაფიცვაა. აქციას მხარს უჭერს ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირი (UGT და CCOO), რომლებიც მილიონზე მეტ მუშას აერთიანებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Associated Press: ესპანეთში 14 წლის შემდეგ პირველი საყოველთაო გაფიცვა იმართება - გაფიცულები საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები