პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში - ჭაო კუანგძუნმა ქართულ დელეგაციას უმასპინძლა

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთში, ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

მოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში - ჭაო კუანგძუნმა ქართულ დელეგაციას უმასპინძლა
რუსთავი 2

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია "ალიბაბა".

ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭაო კუანგძუნთან, რომელიც არის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას და ორივე ქვეყნის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

"მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ - ჭეძიანგის პროვინციაში. მოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. ამ პროგრესში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი შეხვედრაც, რადგან გვაქვს სრული მზაობა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ მთავრობათა შორის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და ჩვენი პარტნიორობა გავხადოთ ბევრად უფრო მტკიცე. ჩვენი კარი თქვენთვის არის მუდამ ღია - შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია. მე, როგორც ერთი ადამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხების ინტეგრაცია მაღალ საფეხურზე ავიდეს. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს, მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში", - განაცხადა ჭაო კუანგძუნმა.

ნიკოლოზ სამხარაძემ მასპინძელ მხარეს გამოცდილების გაზიარებისა და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-ჩინეთს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"მადლობას გიხდით ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. საქართველო ძალიან აფასებს თქვენი მხრიდან გამოხატულ მეგობრობას, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით და ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის. ჩვენ ვაძლიერებთ ყურადღებას ტექნოლოგიური და IT სფეროს განვითარების მიმართულებით, ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება ორივე მხარისათვის. შეგვიძლია განვიხილოთ ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება საქართველოს რომელიმე ქალაქთან, რაც გააღრმავებს ჩინურ/ქართულ ურთიერთობებს ადგილობრივი მთავრობების დონეზე. საინტერესოა თქვენი გამოცდილება თვითმმართველობის მართვის სისტემებთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის და გულითადი მეგობრობისთვის " - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია ქალაქ ხანგჭოუს ეწვია, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია
  3. რუსთავი 2სამთავრობო"საქართველო აფასებს გამოხატულ მეგობრობას, გვინდა უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის " - ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ვიზიტს აგრძელებს
  4. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჭაო კუანგძუნს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები