პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ

ქართული ოცნება

ნიკოლოზ სამხარაძემ CGTN-თან განაცხადა, რომ საქართველო ჩინეთთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზების პოვნითა და ჰანჯოუში ვიზიტით არის დაინტერესებული.

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ
რუსთავი 2

ჩინეთის ვიზე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, პეკინში იმყოეფბა საქართველოს დელეგაცია.

ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ორივე ქვეყანა კიდევ უფრო ამბიციური პროექტების განხილვის ფაზაზე გადავიდა. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობას, ისე შუა დერეფნის განვითარებას, სადაც პეკინმა საქართველოს უკვე მიანიჭა "მთავარი კარიბჭის" როლი. თბილისში მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ ჭრილში გადატანას ემსახურება საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ვარლამ ლიაპრეტილიანის ვიზიტი ჩინეთში.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ერთ-ერთი სფერო, სადაც საქართველო ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას ხედავს, ხელოვნური ინტელექტის მართვა და გამოყენებაა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიმართულებებით შეუძლია ჩინეთსა და საქართველოს თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში იმ ფონზე, რომ საქართველო მიმდინარე წლის ივლისში, ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციას შეუერთდა, ნიკოლოზ სამხარაძე პასუხობს, რომ არსებობს დიდი ინტერესი, რათა ქვეყანამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები იპოვოს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენი ერთ-ერთი სიმდიდრე ადამიანური კაპიტალია. ვგულისხმობ განათლებულ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ. ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამ მიმართულებით დიდ პოტენციალს ვხედავ.

ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ვეწვევით ჰანჯოუს, რომელიც ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს დიდი ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენი ერთ-ერთი სიმდიდრე ადამიანური კაპიტალია. ვგულისხმობ განათლებულ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობენ. ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამ მიმართულებით დიდ პოტენციალს ვხედავ. ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ვეწვევით ჰანჯოუს, რომელიც ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს დიდი ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
წელს მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ ჩინეთთან ურთიერთობებში, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები - ნიკოლოზ სამხარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები