პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა ბესელია: მეუფე იობი დღეს არის სიმართლის, სინდისის და ღვთის ხმა - მინდა ეს ხმა სხვა ეპისკოპოსების ხმით გაგრძელდეს

ქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ეკა ბესელიას განცხადებით, მეუფე იობი სიმართლის ხმაა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებს. იურისტის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან მაღალი იერარქის კრიტიკაზე მწვავე რეაქცია სწორედ მიტროპოლიტის სიტყვის დიდმა ძალამ განაპირობა.

ეკა ბესელია: მეუფე იობი დღეს არის სიმართლის, სინდისის და ღვთის ხმა - მინდა ეს ხმა სხვა ეპისკოპოსების ხმით გაგრძელდეს
TV პირველი

"ოცნების" პროპაგანდა მეუფე იობს ვერაფერს დააკლებს" - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ბესელია, რომელიც მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტს წლებია იცნობს და მასთან მეგობრობს, ამბობს, რომ სასულიერო პირს, არც 2012 წელს შეშინებია სიმართლის თქმა და არც ახლა.

ის, რომ მაღალი იერარქის განცხადებები ასე მძიმედ მიიღო "ოცნებამ", ეს ბესელიას არ გაჰკვირვებია, რადგან იურისტის თქმით, მეუფე იობის ავტორიტეტი ძალიან დიდია და ივანიშვილის გუნდში კარგად იციან, რომ მის სიტყვებს დიდი ძალა აქვს.

მე არ გამკვირვებია რომ მეუფე იობი დღეს ასე საუბრობს. არც არასოდეს შემპარვია მის გამბედაობაში ეჭვი. თავის დროზე, იმ წლებში ძალიან ცოტა სასულიერო პირი ბედავდა პირდაპირ საუბარს და ღაიდ სიამრთლის თქმას, დღესაც ასეა სამწუხაროდ. თუმცა ეს ორი გზავნილი 2012 წლის არჩევნების წინ მეუფის გზავნილი და არც ახლა არ არის იოლი პირდაპირობით გამოსვლა.

ვინც იცნობს მეუფე იობს, ვერაფერს დააკლებენ. მე ბევრი წლებია ვმეგობრობ მასთან, მისი ეპარქია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მეუფე დიდი ავტორიტეტია მის მრევლში და "ოცნების" პროპაგანდა ვერაფერს დააკლებს.

აქ არის ძლაინ მნიშვნელოვანი რამ, მეუფე რაღაცა პერიოდი თითქოს არ ჩანდა აქტიურად, თუმცა არ მქონია რომ ერიდებოდა და სახელს არ არქმევდა სათქმელს. მას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა. დღეს ეს განცხადებები რაც მან აბსოლუტურად ზუსტად და მე ვფიქრობ ყველაფერი თქვა და ეს რომ ასე მძიმედ მიიღო "ოცნებამ", იმიტომ, რომ მეუფე იობის სიტყვას სხვა ძალა აქვს. მას სხვა სიმაღლე და ავტორიტეტი აქვს. მის სიტყვას იმხელა ძალა აქვს, 10 000 ქარდი რომ აკეთონ, ათიათასობით ადამიანს, რომ აწერინონ სალანძღავი სიტყვები, ოდნავადაც კი ვერ მიაყენებნ ჩრდილს. იმის ნაცვლად, რომ დაფიქრდნენ, რას ნიშნავს, რომ ასეთი სიმაღლის ეპისკოპოსი, რომელიც ერთ დროს მხარს გიჭერდა, ახლა როგორ საუბრობს შენზე...

ის ადრე ხედავდა იმ გარდაუვალ აუცილებლობას, აც ქვეყანას სჭირდებოდა, ისევე როგორც ახლა ხედავს, უკიდურესად მძიმე ვითარებას. ის არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ ყოფილა და მისი სიტყვა ყოველთვის იყო თავისუფალი და მეუფე იობისთვის ასე რარაცის დაბრალება, როგორც მათ ეს ეიოლებათ სხვების მიმართ, არ გამოუვათ. უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რაც თქვა მეუფემ და რამდენად უკიდურესი ვითარებაა, რომ მას ამის თქმა მოუხდა.

ალბათ ყველაფერი ერთმანეთს მიემატა - დაწყებული ნოემბერ-დეკემბრიდან, როდესაც ქუჩაში ორი წლის წინ იყო ახალგაზრდების მიმართ განხორციელდა ძალადობა და წამება, ციხეში მყოფი ადამიანები, ამდენი პოლიტიკური პატიმარი. ხომ არავინ დაინდეს. ხელში ჩაგდებული მართლმსაჯულება, ბოლოს წვეთი ალბათ კი ეს იქნებოდა (კაზინების კანონზე ჩანაწერი)", - ამბობს ბესელია.

იურისტი და "ოცნების" ყოფილი წევრი ყურადღებას ამახვილებს მეუფე იობის განცხადებსი იმ ნაწილზე, სადაც ეპისკოპოსი სუს-ის კრებსებზე საუბრობს. კითხვას, მიტროპოლიტის მხირდან ივანიშვილის ხსენება, როგორ შეიძლება იქნას გაგებული, ბესელია ასე პასუხობს:

"ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს

ესე იკითხებოდა ამ ქადაგებაში, ბრალდების სიმძიმე, პასუხისმგებლობის ტვირთი მიემართება პირველ რიგში იმ ადამიანებსი მიმართ, ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს პროცესებზე გავლენის მოხდენის. აბა აქმდე გამოძიებას პასუხი რომ არ აქვს გამოძიებას - რა უნდოდა ეს ივანიშვილს, უნდოდა ეს გადაწყვეტილების მიმღებ პირს და არ მოხდა? შეიძლებოდა რომ ამ დრომდე გამოძებას არ ჰყავდეს პასუხიმგებელი პირი, ვინ იყო ის, ვინც ათასობით ჩანაწერს აარქივებდა ამ ფორმას აძლევდა? ამას ხომ კერძ პირი ვერ მოახერხებდა? შესაძლებელია, რომ ამდენი ხანი პასუხი არ იყოს ამ კითხვებზე?

მე მენიშნა ის სიტყვა, რაც მეუფემ თქვა - ფარისევლური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მან გაიხსენა სუს-ის კრებსები სასულიერო პირების წინააღმდეგ. როცა სასულიერო პირებს უსმენდნენ, ამაზე არავინ ხმა არ ამოიღო, ერთადერთი იყო მეუფე ზენონი, რომელმაც ეს ხმამაღლა გააპროტესტა და სამართლებრივი ფორმით დაიწყო ბრძოლა. ვერცერთი ნორმალური ხელისუფლება ვერ გადარჩებოდა ვერცერთ ქვეყანაში, ასეთი კრებსები რომ გასაჯაროებულიყო.

აუცილებლად მინდა მეუფის ნახვა და საუბარი. მე ზუსტად ვიცი, რომ მას ასეთი შეტევები არ აფრთხობს. მას რომ ამის არიდება რომ სდომოდა არც ისაუბრებდა. 2012 წელს მეუფე იობი სადაც იდგა, იქ არცერთი "ოცნების" წევრი არ იდგა და დღეს ეს ადამიანები რომ იტყვიან, რომ მეუფის პოზიცია რაიმეთი საეჭვოა ან სათაკილოა, მემგონი ეს არავინ შეიძლება სერიოზულად მიიღოს. მართლაც ფარისევლობაა მათი საუბარი მართლმადიდებლობაზე და ერსი ტრადიციებზე. საქმეებს შეხედონ ადამიანებმა.

ბესელია ვარაუდობს, რომ "ოცნების" თავდასხმებს მეუფეზე კიდევ ექნება გაგრძელება, თუმცა - "მათ ჰგონიათ, რომ შესაძლებელია უფალთან გატოლება".

იურისტი ამბობს, რომ ეპისკოპოსის გზავნილებს გაგრძელება უნდა მოჰყვეს სხვა სასულიერო პირების მხრიდანაც.

მინდა, რომ დღეს ხმა იობის გაგრძელდეს ასევე ღირსეული ეპისკოპოსების ხმით და სიმართლის თქმით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ღმერთს ემსახურებოდა და ივანიშვილის ან კობახიძის გავლენის ქვეშ იყო - ამბობს ბესელია.

ალბათ ექნება, მაგრამ ეს იქნება მარცხი "ოცნების" როგორც ყველა ის შეტევა, სადაც მათ გადაწყვიტეს, რომ ასეთი ყალბი, დაუშვებელი მეთოდებით გადაფარონ ის რეალობა, რომელ რეალობაზეც მეუფე საუბრობდა. მათ ავიწყდებათ, რომ მათ შეიძლება დღეს მართონ მართლმსაჯულების სისტემა, ადამიანები დააპატიმრონ უსამართლოდ, მაგრამ ღმერთთან ბრძოლა, რაც ჰგონიათ, რომ შესაძლებელია და უფალთან გატოლება, რაც მოინდომეს, ეს (ვერ მოხდება). მინდა, რომ დღეს ხმა იობის გაგრძელდეს ასევე ღირსეული ეპისკოპოსების ხმით და სიმართლის თქმით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ღმერთს ემსახურებოდა და ივანიშვილის ან კობახიძის გავლენის ქვეშ იყო. მეუფე იობი დღეს არის სიმართლის, სინდისის და ღვთის ხმა ბევრი ადამიანისთვის და ასეთი ხმა ჩვენ ხშირად უნდა გვესმოდეს.

ეკლესია აქსესუარი არ არის, რომ იქ გამოჩდნენ, სადაც სჭრიდებათ. ჩვენ ეს სიმართლის ხმა გვჭირდება და მადლობა მეუფე იობს ამ სიმართლისთვის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ასევე ნახეთ:

“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ერთმა მაღალმა იერარქმა გააკრიტიკა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები