"ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
მიტროპოლიტ იობის განცხადებით, ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო მრევლი დაკარგა, ჩანაწერების გასაჯაროებას კი წინ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პატრიარქის კრიტიკის დაშვების შესახებ ნათქვამი უძღოდა.

ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, სანამ კრეფსებს სააშკარაოზე გამოიტანდნენ, გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ "პატრიარქის კრიტიკა შეიძლება".
მაღალი იერარქი ამბიონიდან გაკეთებულ ხმაურიან განცხადებაში აღნიშნავს, რომ ფარული ჩანაწერების გამჟღავნების მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო:
სანამ სუს-ის კრეფსები გამოიცემოდა, გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, ლახვარი იყო ეკლესიაზე, რომ ეკლესია უნა გაენადგურებინათ. უნდა შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ "პატრიარქის კრიტიკაც შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება, მასაც შეცდომები ჰქონდეს", სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ სუს-ის კრებსები. ამან რა გამოიწვია? - ბევრი დააბრკოლა, ხალხმა არარ დაიაყო ეკლესიაში სიარული. მერე ჩვენ შეგვპირდნენ, რომ გამოავლენდნენ იმ თანამდებობის პირებს ვინც გამოიტანა ეს კრეფსები საზოგადოებაში. ვიცით ვინ იყო? - არ ვიცით! "- თქვა სასულიერო პირმა.
ქადაგების კიდევ ერთ ნაწილში მიტროპოლიტმა "ქართული ოცნება" აზარტული თამაშების ხელშეწყობაში ამხილა და თქვა, რომ ძალა რომელიც ქვეყანას მართავს, "ურწმუნოა".
ცნობისთვის, 2021 წლის სექტემბერში გავრცელდა ე.წ. სუს-ის ფაილები (კრებსები), რომლებიც ასახავდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, მათ შორის მღვდელმთავრების, სინოდის წევრებისა და საპატრიარქოსთან დაკავშირებული პირების ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას.
5 წლის წინ, 13 სექტემბერს ინტერნეტში გაჟონა ათასობით დოკუმენტმა (2013-2021 წლების პერიოდის), სადაც აღწერილი იყო სასულიერო პირების პირადი ცხოვრება, ფინანსები, სავარაუდო დამოკიდებულებები, ინტიმური დეტალები და საუბრები.
საპატრიარქომ და წმინდა სინოდმა გავრცელებული მასალები შეაფასეს, როგორც ეკლესიის დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესებში მისი ჩათრევის მცდელობა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ, თუმცა არავინ დასჯილა.
ციტატები სტატიიდან
„პატრიარქის კრიტიკაც შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება, მასაც შეცდომები ჰქონდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…