პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღეს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმისთვის გასამართლებული უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები მხარეებს შორის შერიგებისა და დვალიშვილის თხოვნის საფუძველზე აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს.

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღეს
ინტერპრესნიუსი

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია აბუ-დაბის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Lovin Dubai-ის ინფორმციით, თითოეული შემცირდა მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმაც, კერძოდ, 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე.

გადაწყვეტილება მხარეებს შორის შერიგებისა და დაზარალებულთა მხრიდან მათი გათავისუფლების თხოვნის შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.

მოგვიანებით მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ასეთი განცხადება გააკეთა: “აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიდვალიშვილზე თავდამსხმელი ნურმაგომედოვები და სხვები აბუ-დაბის ციხიდან გამოუშვეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
  3. ფორმულაოპოზიციურიუსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
RAF-ის ხელმძღვანელობამ უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აუკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები