პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

RAF-ის ოფიციალური განცხადება: მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა

RAF-ის თანადამფუძნებელმა ჩად ბრონსტაინმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში მათთან დაბრუნდა. გავრცელებული ცნობით, ქართველ სპორტსმენებზე თავდასხმისთვის უსმან ნურმაგომედოვს 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმა შეეფარდა.

RAF-ის ოფიციალური განცხადება: მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა
TV პირველი

RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაბრუნდა - ორგანიზაციამ აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა.

გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ აბუ დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ კვლავ მომავალზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ჩვენთან დაბრუნდა“, – ნათქვამია ჩად ბრონსტაინის ოფიციალურ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებზე თავდასხმისთვის უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან ერთად მყოფ პირებს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ.

11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიRAF-ის ხელმძღვანელობამ უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აუკრძალა
  2. სპორტალინეიტრალური"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
„სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ!“- ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები