ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა აბაშიძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანიამ უკვე შეიძინა ახალი სატვირთო ვაგონები და დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესი.

ლაშა აბაშიძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ლაშა აბაშიძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდებაიმედინიუსი

ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოძველებული მოძრავი შემადგენლობა წარმოადგენდა. კომპანიაში მართვის მიდგომების შეცვლის შედეგად, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ლაშა აბაშიძის თქმით, კომპანიამ უკვე შეიძინა 200 ახალი სატვირთო ვაგონი, რომლის დაახლოებით 50 ერთეული უკვე საქართველოშია. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის გაორმაგება იგეგმება.

ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ რკინიგზაში 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.

„ეს მართლაც ისტორიული პროცესია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა მოძველებული სალოკომოტივო პარკი,“ - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მართლაც ისტორიული პროცესია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა მოძველებული სალოკომოტივო პარკი,“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა. ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხსნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა დანახარჯიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები