პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

საქართველოს რკინიგზაეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს რკინიგზა 70 მლნ დოლარის ღირებულების 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს, რაც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
იმედინიუსი

საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტი გაზრდის გამტარუნარიანობას და საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს, რომ მგზავრებს ახალი მიმართულებები შესთავაზოს.

„სწორედ აღნიშნული პროექტით შევძლებთ უზრუნველვყოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, საერთაშორისო ვიზიტორებს და მოსახლეობას სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო სფეროში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ტენდერი ტექნიკური მომსახურების შეძენასაც ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ჩვენ შევისყიდით 10-წლიან მომსახურებას, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სამგზავრო შემადგენლობების ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

საქართველოს რკინიგზა ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს. ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი.

ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურისაქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს - თამარ იოსელიანი
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობას და ხელმისაწვდომობას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები