პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქეთი დუმბაძის შვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს თავს დაესხა – მას პოლიცია ეძებს – მედია

ტვ პირველიქართული ოცნება

TV პირველის ცნობით, დეპუტატ ქეთი დუმბაძის შვილს, ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს — ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ის ტაბიძის ქუჩაზე კინოპროდიუსერს თავს დაესხა, რის გამოც დაშავებულს ოპერაცია დასჭირდა.

ქეთი დუმბაძის შვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს თავს დაესხა – მას პოლიცია ეძებს – მედია
ალია

TV პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მწერალთა სახლის დირექტორისა და ქართული ოცნების დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს. ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ერეკლე დეისაძის საღამოზე მაჭარაშვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს თავს დაესხა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე: “თქვენ შვილზე ძებნა არის გამოცხადებული და პოლიცია იყო ჩხრეკაზე თქვენთან სახლში?” დუმბაძემ უპასუხა: “არა, დღეს არ ვიცი, სამსახურში ვარ ახლა, ჯერ არ მოსულან, არ ვიცი, საღამოს…”.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე – “რა მოხდა შაბათს ტაბიძის ქუჩაზე გაქვთ ინფორმაცია, რატომ მიაყენა დაზიანება კინოპროდიუსერს?” დუმბაძემ თქვა: “ვინ ბრძანდებით, რა ჩხრეკა, რაზეა საუბარი, არ ვიცი”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია ეძებს - ნოდარ მაჭარაშვილი თავდასხმაშია ბრალდებული
  2. ნეტგაზეთიოპოზიციური„ტვ პირველის“ ცნობით, ქეთი დუმბაძის შვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს დაესხა თავს – დაწყებულია გამოძიება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია ეძებს - ნოდარ მაჭარაშვილი თავდასხმაშია ბრალდებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები