„ტვ პირველის“ ცნობით, ქეთი დუმბაძის შვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს დაესხა თავს – დაწყებულია გამოძიება
„ტვ პირველის“ ცნობით, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი კინოპროდიუსერს თავს დაესხა; შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის შვილს – ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს. ტელევიზიის ინფორმაციით, გასულ შაბათს, 7 ნოემბერს, თბილისში ნოდარ მაჭარაშვილი მწერალ ერეკლე დეისაძის საღამოზე თავს დაესხა კონოპროდიუსერს და დაზიანებები მიაყენა.
„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყებას სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2024 წელს ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსის. შემთხვევა მწერალთა სახლის შენობაში მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…