ქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია ეძებს - ნოდარ მაჭარაშვილი თავდასხმაშია ბრალდებული
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს, ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს — მას კინოპროდუსერზე თავდასხმასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ.

"მწერალთა სახლის" დირექტორის და "ქართული ოცნების " ყოფილი დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ შაბათს, ნოდარ მაჭარაშვილი ერთ-ერთ ღონისძიებაზე კინოპროდუსერს თავს დაესხა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაზარალებულს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
შემთხვევა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ერეკლე დეისაძის საღამოზე მოხდა.
შინაგან საქმეთა ადასტურებს, რომ თბილისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხობს.
"პიველები" ქეთი დუმბაძეს დაუკავშირდა, "მწერალთა სახლის" დირექტორმა თქვა , რომ არ იცის რა მოხდა ტაბიძის ქუჩაზე.
კომენარის გაკეთება არ ისურვა არც ერეკლე დეისაძემაც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…