თამთა მიქელაძე: დღეს მედიაში გავრცელებული სიახლეების ქრონიკას შეხედეთ: "მწერალთა სახლის" დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს...
თამთა მიქელაძე: წარმოუდგენელ ეროზიას ვხედავთ სახელმწიფოსი და სამართლის სისტემის. ყველა დაუცველია ამ რეალობაში. არავისთვის უნდა იყოს მისაღები და გონივრული ამ წესრიგში ცხოვრების გაგრძელება.

„სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე:
მხოლოდ დღეს მედიაში გავრცელებული სიახლეების ქრონიკას შეხედეთ:
- - -
""მწერალთა სახლის" დირექტორის და "ქართული ოცნების " ყოფილი დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ შაბათს, ნოდარ მაჭარაშვილი ერთ-ერთ ღონისძიებაზე კინოპროდუსერს თავს დაესხა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაზარალებულს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა."
- - -
"ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილი, იარაღების სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელსაც 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თავისუფალია. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 26 წლის კაცი, განაჩენის გამოცხადებიდან სამი თვის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. 10 წლიანი პატიმრობის კანონიერ ძალაში შესვლიდან, რეკორდულად მოკლე დროში, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის შეწყალება არა ერთ კითხვას აჩენს, მით უმეტეს იმ დროს როდესაც ამ საქმეზე გასამართლებულ ყველა სხვა პირი ან ციხეშია ან ძებნილია. გიორგი კაჭკაჭაშვილი ბერა ივანიშვილის სამეგობროდანაა, მათ ნათელ-მირონობა აკავშირებთ."
- - -
"პროკურატურის და ადვოკატის ინფორმაციით, 23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს. ოჯახის თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება. ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა."
ბეზპრიდელი/მაფია-სახელმწიფო გახდა ჩვენი ეს ისედაც სუსტი და ახალი სახელმწიფო, რომლის შენებაში და შეკოწიწებაში ამდენი ადამიანის ენარგია იყო მიმართული.
წარმოუდგენელ ეროზიას ვხედავთ სახელმწიფოსი და სამართლის სისტემის.
ყველა დაუცველია ამ რეალობაში.
არავისთვის უნდა იყოს მისაღები და გონივრული ამ წესრიგში ცხოვრების გაგრძელება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…