პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს

ქართული ოცნებატვ პირველისაპატრიარქო

მიტროპოლიტ იობის კრიტიკას, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა, „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს: დეპუტატებმა განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს და ამბიონის პოლიტიკისთვის გამოყენება დაუწუნეს.

„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს
ნეტგაზეთი

მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ განცხადებებს დღეს „ქართული ოცნების“ წევრები გამოეხმაურნენ.

10 ნოემბერს სასულიერო პირმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

რას ამბობენ „ქართული ოცნების“ წევრები

„ტვ პირველის“ კითხვაზე, რომ მიტროპოლიტი იობის აზრით, „ოცნების“ წევრები ურწმუნოები არიან, დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ჟურნალისტს პასუხობს – „ურწმუნოები თქვენ ხართ“.

დღეს „ოცნების“ წევრები ძირითადად იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ თუ სასულიერო პირებს კითხვები აქვთ, „ოცნება“ დიალოგისთვის მზადაა:

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ჩემო კარგო. მეუფე იობს თუ რაიმე კითხვები აქვს, დასვას ეს კითხვები და ჩვენი ხელისუფლებას უპასუხებს“, – თქვა ირმა ზავრადაშვილმა „ტვ პირველთან“.

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მიტროპოლიტის განცხადება უპასუხისმგებლობა. „ტვ პირველს“ მან უთხრა, რომ თუ სასულიერო პირს კითხვები აქვს, „უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა“:

„ძალიან სამწუხარო განცხადებაა და ძალიან უპასუხისმგებლო… გულდასაწყვეტია ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედაეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ყოველთვის ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ თუ რაიმე შეკითხვები არსებობს ეკლესიის მიხრიდან ან მაღალი სასულიერო პირების მხრიდან, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს“.

დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ჟურნალისტებს მოკლედ უპასუხა და თქვა: „[მიტროპოლიტ იობს] ღმერთმა შეუნდოს“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე Facebook-ზე წერს:

„პოლიტიკური რესურსების სოციოლოგია და სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა – ამგვარი განცხადებებით, NDI-ისა და IRI-ის მეუფე მივიღეთ“.

დეპუტატმა ზვიად შალამბერიძემ მიტროპოლიტს „პოლიტიკური განცხადებების“ გასაკეთებლად შერჩეული „პლატფორმა“ დაუწუნა.

„ტვ პირველთან“ მან თქვა, რომ მიტროპოლიტის განცხადებებს სიმართლესთან „არანაირი კავშირი არ აქვს“, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ მეუფე იობი სიცრუეში არაა:

„ყველას შეუძლია ასეთი განცხადება გააკეთოს, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური განცხადებებისთვის მე უფრო ალბათ სხვა პლატფორმას გამოვიყენებდი, მით უმეტეს ისეთი განცხადებებისთვის, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ალბათ ჯობია ასეთ დროს ჯერ გავიგოთ ბოლომდე რა არის სიმართლე და მერე გავაკეთოთ ასეთი განცხადება… მე არ ვამბობ, რომ სიცრუეშია, მაგრამ შეიძლება რაღაც-რაღაცებს დაზუსტება უფრო სჭირდებოდეს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის… ყოველთვის გვქონდა საპატრიარქოსთან ჩვენ ხელისუფლებას და ექნება მომავალში ისეთი, როგორიც არ ჰქონია არც ერთ ხელისუფლებას აქამდე, ასე რომ ვფიქრობ, ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"ღმერთმა შეუნდოს" - "ოცნებაში" უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა
  2. Facebookმარიამ ლაშხი: ღმერთმა შეუნდოს (ვიდეო)
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი გაბუნია მეუფე იობის ქადაგებაზე - გულდასაწყვეტია, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები