ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის განცხადებაზე - გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამისთვის იყენებს ამბიონს, მით უმეტეს, როდესაც ეს განცხადებები არის რეალობას აცდენილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა მეუფე იობის განცხადებას რეალობას აცდენილი უწოდა და სასულიერო პირის მიერ ამბიონის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენება გულდასაწყვეტად შეაფასა.

ეს პოლიტიკური განცხადებები არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის მცდარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიტროპოლიტი იობის გაცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამისთვის იყენებს ეკლესიას და ამბიონს”.
„ზოგადად ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და იყენებს ამისთვის ეკლესიას, ამბიონს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან გულდასაწყვეტი, მით უმეტეს, როდესაც ეს პოლიტიკური განცხადებები არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის მცდარი.
საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად დედა ეკლესიის მიმართ და შესაბამისად, თუ რაიმე საკითხი არსებობს, ან რაიმე შეკითხვები არსებობს, ყოველთვის ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში ვართ მიჩვეულები საუბარს და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაეცეს, ძალიან ამომწურავი პასუხი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, სანამ ასეთი მცდარი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, უპრიანი იქნება, რომ ჯერ მოხდეს კონსულტაციები საკითხებთან დაკავშირებით”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.
როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.
ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.
მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე და „ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…