მარიამ ლაშხი: ღმერთმა შეუნდოს (ვიდეო)
„უპასუხისმგებლო განცხადება“ - ასე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის კრიტიკას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასულიერო პირმა პოლიტიკური განცხადებებისთვის ამბიონი არ უნდა გამოიყენოს და მიტროპოლიტს სადავო საკითხებზე დიალოგისკენ მოუწოდებენ.
ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის განცხადებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
"ღმერთმა შეუნდოს" - ეს ფრაზა კი მარიამ ლაშხს ეკუთვნის. ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "მეუფე იობს შეუნოდოს ღმერთმა", დეპუტატმა პასუხის გაცემა არ ისურვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…