პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება

ქართული ოცნება

მიტროპოლიტ იობის კრიტიკულ ქადაგებას, სადაც მან ხელისუფლება შესაძლებლობების ამოწურვაში და არაეკლესიურობაში დაადანაშაულა, ეპისკოპოსი გიორგი და მიტროპოლიტი ილარიონი გამოეხმაურნენ.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
ნეტგაზეთი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ეხმაურება მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს.

„ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)“, – წერს ეპისკოპოსი გიორგი.

იგავის ინტერპრეტაციაა, ნუ ამხელ დამცინავსა და უზნეოს, რათა არ შეგიძულოს, ამხილე ბრძენი და ის შეგიყვარებს.

დღესვე მიტროპოლიტი იობის ქადაგებას გამოეხმაურა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც ხელისუფლებას ერის წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა.

„ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშე“, – წერს ის.

10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

ამ კრიტიკულ ქადაგებას გამოხმაურებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“:

„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები