პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე

FIBA-მ ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე ქართველი მსაჯები და ტექნიკური დელეგატი დანიშნა. მერაბ რატიშვილი, კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ შეხვედრებს მოემსახურებიან.

ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
სპორტალი

საერთაშორისო საკალათბურთო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. საკლუბო ტურნირების პარალელურად, ნოემბერში ვაჟთა და ქალთა სანაკრებო ფანჯრები გაიმართება, რომლებშიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები ჩატარდება.

FIBA-ს ტრადიციული ნდობის საფუძველზე, საპასუხისმგებლო საერთაშორისო შეხვედრებს ქართველი მსაჯები და ტექნიკური დელეგატი (კომისარი) მოემსახურებიან.

წარმოგიდგენთ ნოემბრის სანაკრებო დანიშვნებს, რომლებშიც საქართველოს წარმომადგენლები იმსაჯებენ და მატჩებს გაუძღვებიან:

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი (მე-5 ფანჯარა)

მერაბ რატიშვილი (FIBA-ს ტექნიკური დელეგატი)

27 ნოემბერი | ჰააგა, ნიდერლანდები - ნიდერლანდები VS ისრაელი

ევროპის 2029 წლის ევრობასკეტის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი (1-ლი ფანჯარა)

კირილე თვაური (მსაჯი)

26 ნოემბერი | სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია - ჩრდილოეთ მაკედონია VS კვიპროსი

29 ნოემბერი | ტიმიშოარა, რუმინეთი - რუმინეთი VS დანია

ევროპის 2027 წლის ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი (მე-5 ფანჯარა)

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

11 ნოემბერი | სტამბოლი, თურქეთი - თურქეთი VS მონტენეგრო

კირილე თვაური (მსაჯი)

14 ნოემბერი | ბარი, მონტენეგრო - მონტენეგრო VS პოლონეთი

მერაბ რატიშვილი (FIBA-ს ტექნიკური დელეგატი)

17 ნოემბერი | რიგა, ლატვია - ლატვია VS იტალია

ქართველი არბიტრებისა და ტექნიკური დელეგატების რეგულარული დაწინაურება და მაღალი რანგის მატჩებზე მიწვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტს, რომელიც საქართველოს საკალათბურთო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე გააჩნია.

GBF

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქართველი მსაჯები მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასზე - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ნოემბერში გასამართ ერთა თასის შეხვედრებს იმსაჯებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები