იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ბარსელონას ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ჟერარ პიკესა და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონ ევროდ შეიძინა. Europa Press-ის ცნობით, სპორტსმენი ახალ საცხოვრებელში თავის შეყვარებულთან, ინეს გარსიასთან ერთად გადავიდა.

„ბარსას“ ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ამავე გუნდის ყოფილი მცველის, ჟერარ პიკეს და მომღერალ შაკირას სახლი ბარსელონას გარეუბანში 11 მილიონ ევროდ შეიძინა, - - იტყობინება Europa Press-ი.
იამალი ახალ სახლში საცხოვრებლად თავის გოგონასთან, ინეს გარსიასთან ერთად გადავიდა.
ახლა ლამინი სახლს არემონტებს, რომლის ფართობი 3 800 კვარდატული მეტრია, აქვს საფეხბურთო და ჩოგბურთის მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, კინოთეატრი და ღვინის მარანი, აგრეთვე ხმის ჩამწერი სტუდია, რომლითაც შაკირა სარგებლობდა.

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…