სპორტი · 27 ოქტომბერი, 18:05
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
ქართველი მსაჯები, თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი, 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან. მინი-ტურნირი თურქეთში 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის B2 ჯგუფის სამ შეხვედრაზე იმუშავებენ.
მინი-ტურნირი 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით თურქეთში გაიმართება. მასპინძელ თურქეთთან ერთად, ჯგუფში ანდორას, მონტენეგროსა და სომხეთის ნაკრებები ასპარეზობენ.
GFF.GE
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…