პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს - ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს რომ ეკლესიაზე საუბრობთ, უნდა დაფიქრდეთ, სად ხართ - ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი?! ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი!

საქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ სოფიო ხორგუანის მიერ ეკლესიის თემის წამოწევას „უღირსი სპეკულაცია“ უწოდა. ხორგუანმა კი „ქართული ოცნება“ მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ თავდასხმებში დაადანაშაულა.

შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს - ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს რომ ეკლესიაზე საუბრობთ, უნდა დაფიქრდეთ, სად ხართ - ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი?! ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი!
ინტერპრესნიუსი

ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ - ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, სოფიო ხორგუანს.

მისივე თქმით, „უღირსი სპეკულაციაა“, როდესაც დეპუტატი კანონპროექტის განხილვისას, კითხვის დასმისთვის განკუთვნილ დროს საქართველოს ეკლესიაზე სასაუბროდ იყენეს.

„ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გნდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.

ცნობისთვის, სოფიო ხორგუანმა მეუფე იობთან დაკავშირებით განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა.

მისი თქმით, მეუფე იობი თავდასხმების ობიექტი გახდა და „ქართული ოცნების“ წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეპისკოპოსების პატივისცემისაკენ მოუწოდა.

„აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!,“ - განაცხადა ხორგუანმა.

ცნობისთვის, მეუფე იობის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა: „ღმერთმა შეუნდოს“.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.

მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე და „ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისოფიო ხორგუანი უმრავლესობას - მეუფე იობი თავდასხმების ობიექტია - ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ეპისკოპოსებზე გადავიდა, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!
  2. TV პირველიოპოზიციურისოფიო ხორგუანი: ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ეპისკოპოსებზე გადავიდა, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები