სოფიო ხორგუანი: ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ეპისკოპოსებზე გადავიდა, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!
დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა მარიამ ლაშხი მეუფე იობზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რის გამოც მას სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაწყვეტინა და მომხდარს „უღირსი სპეკულაცია“ უწოდა.

"ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!" -ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, სოფიო ხორგუანი მარიამ ლაშხის განცხადებას, რომელმაც მეუფე იობის განცხადებების საპასუხოდ დღეს თქვა: "ღმერთმა შეუნდოს".
ხორგუანის თქმით, მეუფე იობი ამბიონიდან გაკეთებული განცხადებების გამო, დღეს თავდასხმების ობიექტი გახდა.
მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!“ - განაცხადა ხორგუანმა.
ხორგუასნ სიტყვა შეაწყვეტინა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „უღირსი სპეკულაციაა“, როდესაც დეპუტატი კანონპროექტის განხილვისას, კითხვის დასმისთვის განკუთვნილ დროს საქართველოს ეკლესიაზე სასაუბროდ იყენეს.
„ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასოფიო ხორგუანი უმრავლესობას - მეუფე იობი თავდასხმების ობიექტია - ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ეპისკოპოსებზე გადავიდა, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს - ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს რომ ეკლესიაზე საუბრობთ, უნდა დაფიქრდეთ, სად ხართ - ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი?! ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…