ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს - შეგიძლიათ თქვათ „პარლამენტის თავმჯდომარე“ და ისე მომესალმოთ!

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა სოფო ხორგუანს მიმართა, რომ შეუძლია „პარლამენტის თავმჯდომარე“ თქვას და ისე მიესალმოს, რაზეც ხორგუანმა პაპუაშვილი წინა დღეს მუქარაში დაადანაშაულა.

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს - შეგიძლიათ თქვათ „პარლამენტის თავმჯდომარე“ და ისე მომესალმოთ!
შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს - შეგიძლიათ თქვათ „პარლამენტის თავმჯდომარე“ და ისე მომესალმოთ!ინტერპრესნიუსი

შეგიძლიათ „პარლამენტის თავმჯდომარე“ თქვათ და ისე მომესალმოთ! - ამ შენიშვნით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგას სოფო ხორგუანს მიმართა.

ხორგუანი პარლამენტის ტრიბუნასთან გაზის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მიზნით გამოვიდა და გამოსვლა დაიწყო მისალმებით: - “მივესალმები საქართველოს მოქალაქეებს! მოგესალმებით ბატონო შალვა!“ პაპუაშვილმა ხორგუანს რეპლიკით უპასუხა, რომ შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარე თქვას და ისე მიესალმოს.

“მოგესალმებით ბატონო შალვა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს! ბატონო შალვა, თქვენ მე გუშინ დამემუქრეთ, რომ ჩემი ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გამოყენებული იყოს სასამართლოზე ჩემს წინააღმდეგ. ბატონო შალვა, მე რომ მუქარის მეშინოდეს, მეც თქვენსავით გერმანულ ან შვეიცარიულ ორგანიზაციაში ვიმუშავებდი - ალბათ, უფრო კერძო, კომერციულ ორგანიზაციაში და ბრძოლაში არ ვიქნებოდი. ამიტომ მუქარებს აზრი არა აქვს. რაც შეეხება სიტყვას - ნებისმიერ სივრცეში ნათქვამ სიტყვაზე ვაგებ პასუხს. ყველა სიტყვა და განცხადება, რომელსაც მე ვაკეთებ, ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება და არა ჭორებსა და შეთქმულების თეორიებს“, - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან შალვა პაპუაშვილის მისამართით.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ, პლენარულ სხდომაზე სოფო ხორგუანს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარლამენტის თავმჯდომარე“
შალვა პაპუაშვილი
„ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!“
შალვა პაპუაშვილი
„მივესალმები საქართველოს მოქალაქეებს! მოგესალმებით ბატონო შალვა!“
შალვა პაპუაშვილი
„მოგესალმებით ბატონო შალვა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს! ბატონო შალვა, თქვენ მე გუშინ დამემუქრეთ, რომ ჩემი ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გამოყენებული იყოს სასამართლოზე ჩემს წინააღმდეგ. ბატონო შალვა, მე რომ მუქარის მეშინოდეს, მეც თქვენსავით გერმანულ ან შვეიცარიულ ორგანიზაციაში ვიმუშავებდი - ალბათ, უფრო კერძო, კომერციულ ორგანიზაციაში და ბრძოლაში არ ვიქნებოდი. ამიტომ მუქარებს აზრი არა აქვს. რაც შეეხება სიტყვას - ნებისმიერ სივრცეში ნათქვამ სიტყვაზე ვაგებ პასუხს. ყველა სიტყვა და განცხადება, რომელსაც მე ვაკეთებ, ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება და არა ჭორებსა და შეთქმულების თეორიებს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები