პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერგეი ლავროვი: ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ...არ ვფიქრობ, მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს

აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ფონზე სერგეი ლავროვმა აშშ-ის მუშაობის სტილს არაპერსპექტიული უწოდა, მედია კი იუწყება, რომ კიევმა ვაშინგტონის შეთავაზება საზღვრების შეცვლაზე უარყო.

სერგეი ლავროვი: ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ...არ ვფიქრობ, მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს
რუსთავი 2

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკელების მიერ არჩეული მუშაობის სტილი არაპერსპექტიული იქნება.

"ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ. ალბათ სურთ, მათი ოპტიმისტური განწყობითა და გრძელვადიანი მშვიდობის სურვილით დაიმუხტონ. არ ვფიქრობ, რომ მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გამოცემა The Telegraph-ი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.

მანამდე The Economist-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული მხარე ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების ფორმალურ კორექტირებას განიხილავდა - ამ სქემით, უკრაინას დამატებითი ტერიტორიების დათმობა არ მოუწევდა, მოსკოვი კი რეგიონების სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადებდა.

უკრაინული წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის ტერიტორიული დათმობის საკითხი არ განხილულა და კიევი ოკუპაციას არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოაბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო
  2. რუსთავი 2სამთავრობოდღეს ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დღის წესრიგი განვიხილეთ, ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაა - ვოლოდიმირ ზელენსკი
  3. რუსთავი 2სამთავრობომარკო რუბიო აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს. გვსურს, ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები