დღეს ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დღის წესრიგი განვიხილეთ, ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაა - ვოლოდიმირ ზელენსკი
მედიის ცნობით, კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აბუ-დაბის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაა.

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მედიის ინფორმაციით, კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, არ იცის, რა განიხილეს ამერიკელებმა რუსეთთან, თუმცა ფიქრობს, რომ ეს არის იგივე იდეა უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის შესახებ, რომელიც პუტინმა 2021 წელს პრეზიდენტ ბაიდენთან წამოჭრა.
"დღეს, ამერიკულ მხარესთან აბუ-დაბის შეხვედრის დღის წესრიგი განვიხილეთ. ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაა. უპირველეს ყოვლისა, ეს ძალიან რთული საკითხია და ის ჩვენც გვეხება. ზოგად სურათს ვხედავთ, მაგრამ დოკუმენტები არავის უნახავს. არ ვიცი, რა განიხილეს ამერიკელებმა რუსეთთან. თუმცა, ჩემს აზრზე ვრჩები: ეს არის იგივე იდეა უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის შესახებ, რომელიც პუტინმა 2021 წელს პრეზიდენტ ბაიდენთან წამოჭრა", - განაცხადა ზელენსკიმ.
Politico-ს ინფორმაციით, გუშინ გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უსაფრთხოების გარანტიები და ტყვეების გაცვლა იყო, დღევანდელი შეხვედრა კი სწორედ ტერიტორიების საკითხს ეძღვნება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიააბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო
მარკო რუბიო აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს. გვსურს, ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს
სერგეი ლავროვი: ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ...არ ვფიქრობ, მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…