აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო, სადაც The Telegraph-ის წყაროს ცნობით, კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. გამოცემა The Telegraph-ი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.
მანამდე The Economist-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული მხარე ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების ფორმალურ კორექტირებას განიხილავდა - ამ სქემით, უკრაინას დამატებითი ტერიტორიების დათმობა არ მოუწევდა, მოსკოვი კი რეგიონების სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადებდა.
უკრაინული წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის ტერიტორიული დათმობის საკითხი არ განხილულა და კიევი ოკუპაციას არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს.
Politico-ს ინფორმაციით, გუშინ მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უსაფრთხოების გარანტიები და ტყვეების გაცვლა იყო, დღევანდელი შეხვედრა კი სწორედ ტერიტორიების საკითხს ეძღვნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…