მარკო რუბიო აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს. გვსურს, ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, მხარეებს საერთო მიზნები აქვთ და სურთ, ომი დასრულდეს. The Telegraph-ის ცნობით კი, კიევმა საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, სურთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს.
"ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს. გვსურს, ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს. კოლეგებისგან მსმენია, რომ ევროპაში მუდმივად არსებობს გარკვეული შეშფოთება. რომ პროცესს მიღმა დარჩებიან და ამერიკა რუსეთთან შეთანხმებას მათ გარეშე გააფორმებს", - ამის შესახებ მარკო რუბიომ განაცხადა.
გამოცემა The Telegraph-ი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.
მანამდე The Economist-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული მხარე ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების ფორმალურ კორექტირებას განიხილავდა - ამ სქემით, უკრაინას დამატებითი ტერიტორიების დათმობა არ მოუწევდა, მოსკოვი კი რეგიონების სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადებდა.
უკრაინული წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის ტერიტორიული დათმობის საკითხი არ განხილულა და კიევი ოკუპაციას არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიააბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო
დღეს ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დღის წესრიგი განვიხილეთ, ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაა - ვოლოდიმირ ზელენსკი
სერგეი ლავროვი: ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ...არ ვფიქრობ, მუშაობის ასეთი სტილი პერსპექტიული იყოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…