პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა — შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში მოეწერა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა
რუსთავი 2

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა. ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში მოეწერა. IATA-ს გადაწყვეტილებით, UAG აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ სასწავლო ქსელს შეუერთდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით IATA-ს სასწავლო ცენტრებსა და აკრედიტებულ რეგიონულ პარტნიორებს აერთიანებს.​

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის IATA-ს სასწავლო პარტნიორად აღიარება ქართული ავიაციის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებასა და რეგიონის მასშტაბით სასწავლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში არის პირველი IATA-ს პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც IATA-ს ეგიდით რეგიონში ჩაატარებს ტრენინგებს. ეს ახალი გამოწვევაა, ასევე აღიარებაა მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ავიაციის ინდუსტრიის. ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ახალი ტრენინგები, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბითაც. ავამაღლოთ ავიაციის სპეციალისტების ცოდნის დონე და ხელი შევუწყოთ ავიაციის სექტორის განვითარებას", - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები