პოლიტიკა · 11 ნოემბერი, 14:22
თაკო ჩარკვიანი: მიშა სააკაშვილის ჯინაზე, ყველაფერი არ უნდა თქვა
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი თინა ბოკუჩავას განცხადებას - " ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტპატიმარია", სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი თინა ბოკუჩავას განცხადებას - " ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტპატიმარია", სოციალურ ქსელში ეხმიანება:
მიშა სააკაშვილის ჯინაზე, ყველაფერი არ უნდა თქვა, მართლა უხერხულია ნამდვილ პოლიტპატიმრებთან და დიდი პოლიტიკური შეცდომაა კორუფციონერის, ხალხის ბიუჯეტის მძარცველი და ბანდების მფარველი (ორჯერ "ნაპრემიერალი" ტრი-ტრის) ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად "შერაცხვა"!
სამწუხაროა
მასალის შესახებპირველწყარო: Facebook
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…