პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი: დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება დაინახა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ოთხ პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის მტკიცებით, დავით ჟღენტმა ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად საპროცესო შეთანხმება დაინახა, თუმცა პროკურორი როინ ხინთიბიძე აცხადებს, რომ ბრალდებულების დანაშაული ვიდეოში ნათლად ჩანდა.

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულის ადვოკატი: დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება დაინახა
რუსთავი 2

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. დანაშაული აღიარეს და მონანიეს დავით ჟღენტმა, დავით სტურუამ, კონსტანტინე კოკაიამ და კახაბერ მჟავანაძემ. მათთან საპროცესო შეთანხმება დღეს სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა. დაკავებულები ციხეს 3 კვირაში დატოვებენ.

დავით ჟღენტის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები არ არსებობდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად საპროცესო შეთანხმება და ბრალის აღიარება დაინახა.

"იმ პირობებში, როდესაც დავით ჟღენტის მიმართ არ არსებობდა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, არც ვიდეოჩანაწერი, ან რომელიმე ნეიტრალური მოწმის ჩვენება, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მხოლოდ პოლიციელების შეუთანხმებელ ჩვენებებზე დაყრდნობით, დავით ჟღენტი ცნო დამნაშავედ. ამ პირობებში დავითს არ ჰქონდა არანაირი მოლოდინი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო შეცვლიდა გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლო გაამართლებდა დავით ჟღენტს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება და ხაზგასმით აღვნიშნავ, არც მათ შორის ვიდეოჩანაწერი, დავითმა მიიღო, მისი შეფასებით, პრაგმატული გადაწყვეტილება, ვინაიდან ციხიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად დაინახა მხოლოდ და მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება. ბუნებრივია, საპროცესო შეთანხმების წინაპირობას წარმოადგენს ბრალდების აღიარება," - განაცხადა დავით ჟღენტის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანდა თითოეული მათგანის ქმედება, კერძოდ, როგორ ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში.

"კახაბერ მჟავანაძემ, კონსტანტინე კოკაიამ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს. მოგვმართეს განცხადებით და ამის შემდეგ ჩვენს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. თითოეული მათგანი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განესაზღვრათ, ერთი წელი და ორი თვე თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი.

ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანდა, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები. თითოეული მათგანი ცდილობდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში," - აღნიშნა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები