კახა კალაძე: “თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური, ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ”
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი 2 239 769 000 ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 46,4 მლნ ლარით მეტია. მერის თქმით, ინფრასტრუქტურაზე 623,3 მლნ ლარია დაგეგმილი, თანხა კი საბოლოო ვარიანტში კიდევ დაზუსტდება.

„დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც, 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს – ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
“ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები – ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანია, ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.
საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით.
ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები.
დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს.
მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის.
გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
კახა კალაძე: თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტი ₾46.4 მილიონით 2 239 769 000 ლარამდე იზრდება - მერმა პირველადი ვერსია წარადგინა
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…