პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ

ქართული ოცნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა და გაჭირვებული ოჯახების დახმარებაა.

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ
იმედინიუსი

„ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, პირველად ბიუჯეტში, რომელიც განსახილველად საკრებულოშია გადაგზავნილი, გამოყოფილია ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება.

„პირველი არის ინფრასტრუქტურული პროექტები. სერიოზული გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქალაქი, ძალიან ბევრი პრობლემაა ამ თვალსაზრისით. ქუჩები, გამზირები, რომლებიც საჭიროებს რეაბილიტაციას, განახლებას. ასევე გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რაც საჭიროებს შესაბამის ინფრასტრუქტურულ ჩარევას და რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ასევე, ძველი უბნების რეაბილიტაცია. ავარიული სახლების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა.

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის ჯანდაცვა და სოციალური პროექტები. დღესაც ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის, ვითარდება, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები და ადამიანები, ვისაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, თანადგომა. მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროგრამებს გავყვებით და არცერთ ოჯახს, არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც უჭირთ“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: “თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური, ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები