თბილისში 19 წლის ბიჭმა სიძე და მისი ძმა დაჭრა - რა მოხდა ვარკეთილში
თბილისში, ვარკეთილში ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა ორი ძმის დაჭრით დასრულდა. შსს-ს ცნობით, 23 და 35 წლის ძმების დაჭრის ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, მის ორ თანამზრახველს კი ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ვარკეთილში ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ქალის ნათესავებმა სიძე და მისი ძმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით გაუსწორდნენ. დაჭრილები 23 და 35 წლის ძმები არიან.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ხელჩართულ ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
დაახლოებით იქნებოდა საღამოს 8-9 საათი, ჩხუბის ხმა და იყო აურზაური იყო და დაახლოებით 20 წუთში ცნობილი გახდა, რომ ორი ადამიანი იყო დაჭრილი. დღეის მდგომარეობით ვიცი, რომ სტაბილურდა არიან, გადარჩნენ. ურთიერთშელაპარაკება მოხდა, მაგრამ კონკრეტულად ვინ დაჭრა არ ვიცი. ჩხუბში უშუალოდ ვინ ირებდა მონაწილეობას არ ვიცი, მაგრამ როცა გამოვიხედე ძალიან ბევრი ადამიანი იყო. პატრულიც იყო მოსული და სასწრაფო დახმარებაც, - ამბობს ადგილობრივი.
შსს-ს ინფორმაციით, ძმების დაჭრის ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული. მის თანამზრახველ ორ პირს კი ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.