ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ვაკეში დაახლოებით 10 პირს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

სანდო წყარო
თბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს.
ინციდენტში დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„სანდო წყაროს" ინფორმაციით, დაპირისპირებაში ფიგურირებს ვინმე „კაჭკაჭა“, რომლის სახელი და გვარი სრულად უცნობია. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლებიც.
შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…