ამოღებულია დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „მარიხუანა“ – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შსს-ს ცნობით, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1389 აბი „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…