ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს
ოჯახი ახალგაზრდა ქალს, თამუნა კურტანიძეს ეძებს, რომელიც ბოლოს ხაშურის ავტოსადგურზე ნახეს, მისი კვალი კი მცხეთაში დაფიქსირდა.

ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, თამუნა კურტანიძე ბოლოს მცხეთაში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„მეგობრებო, ვეძებთ თამუნა კურტანიძეს. ბოლოს ნახეს გუშინ, ხაშურის ავტოსადგურზე. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსში ავიდა და ბოლოს მისი კვალი მცხეთაში დაფიქსირდა.
გთხოვთ, თუ ვინმეს შეგხვედრიათ ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია მის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს 555 02 03 43 ან დარეკეთ 112-ში / აცნობეთ პოლიციას. გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი“, – წერენ სოციალურ ქსელში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…