გივი მიქანაძე: ვხედავთ, რომ ევროკომისია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და კიდევ ერთხელ საქართველო წარმოჩენილია, როგორც ლიდერი. მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი არგუმენტი არ დგას
გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკომისია დოკუმენტებში საქართველოს პროგრესსა და ლიდერობას აღიარებს, თუმცა პარალელურად უარგუმენტო პოლიტიკური განცხადებები კეთდება და ორმაგი სტანდარტის დანერგვის მცდელობაა.

ვხედავთ, რომ ევროკომისია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და კიდევ ერთხელ საქართველო წარმოჩენილია, როგორც ლიდერი. მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი არგუმენტი არ დგას, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ ევროკომისიის იმ დოკუმენტზე საუბრისას, სადაც წერია, რომ საქართველოში პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების რეფორმის ფონზე, შრომის ბაზრის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.
მინისტრის თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან სახეზეა მცდელობა იმისა, რომ რომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი დანერგონ, რადგან მათი დოკუმენტები პირდაპირ წინააღდეგობაში მოდის მათივე განცხადებებთან.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად უზრუნველყოფილები იყვნენ დასაქმების შესაძლებლობით და ღირსეული ანაზღაურებით. ამის ფუნდამენტია შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული პროგრამები სწორედ ამას უწყობს ხელს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…