სამართალდამცველებმა თბილისში 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლისგანაც სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1389 აბი „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა თბილსში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…