პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ - არჩილ გორდულაძე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის შოუდ გადაქცევას ცდილობს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად მტკიცებულებები არ გააჩნია.

მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ - არჩილ გორდულაძე
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვა ბათუმში 12:00 საათზე გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება.

უმრავლესობის წევრებმა დღის ბოლოს გუშინდელი სხდომა შეაჯამეს. მათი განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, პროცესი რაც შეიძლება მეტად სანახაობრივი გახადოს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნიათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლიტიკურ შოუდ ქცევას ცდილობს.

"ისევ და ისევ, მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ეს პროცესი გადაიზარდოს ტელედებატებში, შოუში და იციან რა, რომ სამართლებრივად არავითარი მტკიცებულება არა აქვთ, არც არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ახლა ცდილობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით, როგორმე ფონს გავიდნენ. თავიანთი ახსნა-განმარტების ფარგლებში, ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი მტკიცებების და ჩვენი სამართლებრივი დასაბუთების რამენაირად უტრირება გაეკეთებინათ და დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. ახლა ვხედავთ, რომ თურმე ჩვენი სარჩელი დასაბუთებულიც ყოფილა, თურმე ჩვენს სარჩელს მტკიცებულებებიც ახლავს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

სარჩელთან დაკავშირებული განხილვები მიმდინარე კვირას - ხვალ და ზეგაც არის დაგეგმილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები