პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, მზად არიან საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები წარმოადგინონ.

არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები
ინტერპრესნიუსი

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშგამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები მზად არიან მოსამართლეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები წარმოადგინონ“.

„მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადი ვიხილეთ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები იქნება თუ განხორციელებული ფაქტები.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ რეალურად არა კონსტიტუციის ფეხქვეშგამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობს
  3. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს
  4. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: “თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე იყვნენ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავი პარტიები, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადი ვიხილეთ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები იქნება თუ განხორციელებული ფაქტები. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ რეალურად არა კონსტიტუციის ფეხქვეშგამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები