პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი

ქართული ოცნებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი ხელისუფლებას ურწმუნოებასა და არაეკლესიურობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, დღეს ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაა, ამასთან, ხელისუფლებას ნარკოტიკების გავრცელებასა და კაზინოების ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
TV პირველი

მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია.

"დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება"- თქვა მაღალმა იერაქმა ამბიონიდან.

მისივე განცხადებით, დღეს მცდელობაა "ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის", რაც მაღალი იერარქის განცხადებით, დაფინასების გაზრდასა და სასულიერო პირებისთვის მინიჭებულ კომფორტში გამოიხატება.

როდესაც კომფორტი იქმნბა სასულიერო პირებში, ძალიან რთულია ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთულია სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით.

მრევლისთვის ძალიან რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება დაითმინონ, ქადაგებ რომ სიღარიბე დაითმინონ, ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარონ და შენ ამას არ აკეთებ, აი, როგორ შეისმენს ამას შენი სულიერი შვილები?!"- აღნიშნავს მაღალი იერარქი.

სასულიერო პირმა ამბიონიდან ისაუბრა "ოცნების" ხელისუფლების ნაკლზე და ამ მიმართულებით "ახალგაზრდების განარკომანობაზე" და "კაზინოების ხელშეწყობაზე" ამახველებს ყურადღებას.

"ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს"- თქვა მიტროპლიტმა ქადაგებისას.

ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა და გასაგებია, გადაირჩია ერმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და მისი ხელის შეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ. არ შეიძლება ყველანაირი გზით გამდიდრება"- თქვა სინოდის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) პატრიაქობის კანდიდატი იყო.

2026 წლის 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) 9 ხმა მიიღო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება“
„ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის“
„ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მეუფე იობი სოც-ქსელის მოყვარული მღვდლების წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები