“ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ ხელისუფლება „ურწმუნო და არაეკლესიურია“ და დაფინანსების გზით ეკლესიასთან შერწყმას ცდილობს. მისი თქმით, მთავრობის პირობებში ნარკოტიკების გავრცელებამ და კაზინოების ხელშეწყობით ლუდომანიამ მოიმატა.

მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია.
“დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება”– თქვა მაღალმა იერაქმა ამბიონიდან.
“დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, “სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით”.
“ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს”- თქვა მიტროპლიტმა ქადაგებისას.
“ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა და გასაგებია, გადაირჩია ერმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და მისი ხელის შეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ. არ შეიძლება ყველანაირი გზით გამდიდრება”- თქვა სინოდის წევრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
მიტროპოლიტმა იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა
მიტროპოლიტი იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…