შს ყოფილი მინისტრი გეკა გელაძე შსს-ში ბრუნდება, ოღონდ - მოადგილედ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი უფროსი გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 14 სექტემბერს, გეკა გელაძის განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გელაძე წერს, რომ "პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად" თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ხუთი თვის განმავლობაში იმსახურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში გეკა გელაძე უსაფრთხოების სამსახურის მეოთხე უფროსი იყო. მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიაგეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა
სუს-ის უფროსმა თანამდებობა FB პოსტით დატოვა
სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა • POSTV
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…