პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავრობამ გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა | განკარგულება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შს მინისტრის მოადგილეს, გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა ერთი წლის ვადით დაუნიშნა.

მთავრობამ გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა | განკარგულება
BM.GE

მთავრობამ შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 2197-ე განკარგულება.

სუს-ის უფროსის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შსს-ში მინისტრის მოადგილედ დაბრუნებულ გელაძეს დაცვა ერთი წლის ვადით 2027 წლის 15 სექტემბრამდე დაენიშნა. დაცვის ღონისძიებების განხორციელება კი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

შს მინისტრის პოსტიდან სუს-ის უფროსად გელა გელაძე პარლამენტმა 6 წლის ვადით აპრილში დაამტკიცა. თუმცა მაღალჩინოსანმა 5 თვეში, "პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად" თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა ყოფილი შს მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დანიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები