პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუს-ის უფროსმა თანამდებობა FB პოსტით დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დანიშვნიდან 5 თვეში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დატოვა. მისი თქმით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ამასთან, 12 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა, მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ, რომელთა გადადგომასთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები.

სუს-ის უფროსმა თანამდებობა FB პოსტით დატოვა
TV პირველი

დანიშვნიდან 5 თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე გადადგა - გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.

გელაძის თქმით, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე"- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 12 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა.

არსებობს ეჭვი, რომ მიხეილ მაღლაკელიძისა და ლევან ხარაბაძის თანამდებობა მამუკა მდინარაძესთან ახხლობლობას უკავშირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 6
  1. პირველი არხისამთავრობოგეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  2. BM.GEოპოზიციური6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა
  3. იმედინიუსისამთავრობოგეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
  4. იმედინიუსისამთავრობოგეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
  5. BM.GEოპოზიციური"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე
  6. რუსთავი 2სამთავრობოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა
  7. ბათუმელებიოპოზიციურიგეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა
  9. POSTVსამთავრობოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა • POSTV
  10. BM.GEოპოზიციურიშს ყოფილი მინისტრი გეკა გელაძე შსს-ში ბრუნდება, ოღონდ - მოადგილედ
  11. TV პირველიოპოზიციურიგეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები