გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, რაც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება, თუმცა ის შსს-ს არცერთ სტრუქტურაში აღარ იმუშავებს.

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა.
ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებს გელა გელაძე საქმიანობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ სტრუქტურულ ერთეულში ის არ იმუშავებს.
ცნობისთვის, გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 14 სექტემბრიდან იკავებდა. მანამდე ის სუს-ის უფროსი იყო. სუს-ში გადასვლამდე კი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…