პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა
ბათუმელები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ დღეს, 14 სექტემბერს გახდა ცნობილი. გეკა გელაძის განცხადება სუს-ის ფეისბუქის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე“, – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა ფეისბუქით.

გეკა გელაძე მიმდინარე წლის აპრილში დანიშნეს სუს-ის უფროსად, მან ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა.

წესით, ამ თანამდებობაზე 6 წელი უნდა ემუშავა გელაძეს, მაგრამ 6 თვითაც კი ვერ შეინარჩუნა თანამდებობა.

ზუსტად 6 თვით მოუწია მამუკა მდინარაძესაც ამ თანამდებობა ყოფნა. მას ხელოვნურად შეუქმნეს უწყება ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა იქიდანაც მალე გაათავისუფლეს. მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ სახლში მიდის და პოლიტიკიდანაც მიდის.

რაც შეეხება გეკა გელაძეს, ის სუს-ში, შს სამინისტროდან გადმოიყვანეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 6
  1. პირველი არხისამთავრობოგეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  2. BM.GEოპოზიციური6 წლით დანიშნული გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში გადადგა
  3. იმედინიუსისამთავრობოგეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
  4. იმედინიუსისამთავრობოგეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
  5. BM.GEოპოზიციური"საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ" - გეკა გელაძე
  6. რუსთავი 2სამთავრობოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა
  7. TV პირველიოპოზიციურისუს-ის უფროსმა თანამდებობა FB პოსტით დატოვა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა
  9. POSTVსამთავრობოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა • POSTV
  10. BM.GEოპოზიციურიშს ყოფილი მინისტრი გეკა გელაძე შსს-ში ბრუნდება, ოღონდ - მოადგილედ
  11. TV პირველიოპოზიციურიგეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები