პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - ვიბრძვით ბოლომდე, ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“ - სარჩელს, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, სამხილებად უდევს აბსურდული, ენით აღუწერელი ზღაპრები

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლო

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს „ქართულ ოცნებას“ სამხილებად „აბსურდული ზღაპრები“ უდევს. საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გრიგოლ გეგელია - ვიბრძვით ბოლომდე, ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“ - სარჩელს, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, სამხილებად უდევს აბსურდული, ენით აღუწერელი ზღაპრები
ინტერპრესნიუსი

პროცესს ვაგრძელებთ და ვიბრძვით ბოლომდე. მოლოდინი არის, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ „ლელოს“ შუამდგომლობას სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარების შესახებ „ძალიან დიდი ძრწოლით შეხვდა“.

“„ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი მტკიცებულება და სამხილი. ის რა თქმა უნდა, არის შეშინებული, ამიტომ „ლელოს“ შუამდგომლობას ძალიან დიდი ძრწოლით შეხვდა. „ლელოს“ შუამდგომლობა მდგომარეობდა იმაში, რომ სამხილების მოკვლევა მოხდეს. წარმოიდგინეთ, ამხელა მასშტაბის საქმეში, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ მათ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, ათასობით ადამიანს უკრძალავენ პოტენციურად პოლიტიკაში მონაწილეობას, ასეთ სარჩელს სამხილებად უდევს აბსოლუტურად აბსურდული და ენით აღუწერელი ზღაპრები. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის ისტორიის ფუნდამენტურად არასწორ მხარეს. ისინი არიან თხემით-ტერფამდე რუსები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოგრიგოლ გეგელია – საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში, მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები